დაბრუნების პირობები

დაბრუნებისა და გაცვლის პირობები: მომხმარებელს შეუძლია ნივთის დაბრუნება ან სხვა პროდუქტში გაცვლა ქარხნული წუნის, პარამეტრების შეუსაბამობის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო (მაგალითად, თუ უბრალოდ გსურთ პროდუქტის გადაცვლა ან დაბრუნება დადგენილ ვადაში). პროდუქტი არ ექვემდებარება დაბრუნებას/გაცვლას, თუ ის დაზიანებულია მომხმარებლის მიერ ან გარეგნულად აღენიშნება გამოყენების კვალი.

  • დაბრუნების და გაცვლის ვადა: პროდუქტის დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია მისი მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

  • მდგომარეობა: პროდუქტი უნდა იყოს ახალ, გამოუყენებელ მდგომარეობაში.

  • მომსახურების საფასური: დაბრუნება და გაცვლა მომხმარებლისთვის უფასოა.

  • დაბრუნების/გაცვლის მეთოდი: ნივთის დაბრუნება ან გაცვლა შესაძლებელია პირადად ჩვენს საწარმოში (თბილისი, შემოდგომის ქუჩა 39) მიტანით, ან ფოსტით/კურიერით გამოგზავნით მითითებულ მისამართზე.
    პროცესის დასაწყებად და ეტიკეტის გენერაციისთვის გთხოვთ შეავსოთ დაბრუნების/გაცვლის ფორმა.

  • თანხის დაბრუნება: დაბრუნების შემთხვევაში, თანხის დაბრუნებას სჭირდება 1 - 3 სამუშაო დღე ნივთის შემოწმების შემდეგ.