საგარანტიო პირობები
მუდმივი გარანტია (Lifetime Warranty)
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ნამუშევრების ხარისხით. თუ Mount Hill-ის პროდუქტს აღმოაჩნდება დეფექტი, რომელიც გამოწვეულია მასალის ან წარმოების პროცესში დაშვებული ხარვეზით და არ შეესაბამება ბრენდის ხარისხის სტანდარტებს, კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტის სრულ აღდგენას, შეკეთებას ან ახლით ჩანაცვლებას.
რას მოიცავს გარანტია:
-
კონსტრუქციული მედეგობა: გარანტია ვრცელდება მოლბერტების, სტუდიის დამზმარე მოწყობილობებზე და სხვა ინვენტარის ძირითად კარკასზე და მის მდგრადობაზე.
-
ლითონის ნაწილები და მექანიზმები: მოძრავი დეტალების, დამჭერების, სახელურებისა და ფუნქციური სამაგრების ქარხნული წუნის უფასო აღმოფხვრა ან შეცვლა.
რაზე არ ვრცელდება გარანტია:
-
პროდუქტის არასწორი ან არამიზნობრივი გამოყენებით გამოწვეულ დაზიანებებზე (მაგ. მექანიკური დარტყმა, გატეხვა, დასველება).
-
ხის ბუნებრივ ცვეთაზე, რომელიც გამოწვეულია დროთა განმავლობაში ზედაპირის ნაკაწრებით, საღებავის ან ზეთის ფენის ბუნებრივი ცვლილებით.
-
ინსტრუქციის დარღვევით შენახვის ან ტრანსპორტირების პირობების დარღვევისას (მაგ. ნესტიან გარემოში ან ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად დატოვება).